დავით სერგეენკო და შალვა კიკნაველიძე ზესტაფონში სამედიცინო  საზოგადოების წარმომადგენლებს და მოსახლეობას შეხვდნენ

დავით სერგეენკო და შალვა კიკნაველიძე ზესტაფონში სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს და მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ზესტაფონის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატთან, შალვა კიკნაველიძესთან ერთად სამედიცინო საზოგადოებას და სოფელ დილიკაურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, სოციალურ მიმართულებაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებს შეეხო.

„ამ შეხვედრამ ჩვენ მოგვცა შესაძლებელობა ერთმანეთთან გულღიად გვესაუბრა. ამომრჩეველს გავაცანით მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები, რაც ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში იგეგმება. ვფიქრობ ამ ტიპის შეხვედრები საჭიროა, რათა სოფლის საჭიროებები უკეთ გავიცნოთ და დავეხმაროთ ამის მოგვარებაში“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

შალვა კიკნაველიძემ ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება და მის მნიშვნელოვაზე ისაუბრა.

„ჯანდაცვის სფერო ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. დღეს სტუმრად გვყავს ჯანდაცვის მინისტრი. შეხვედრები გაიმართა მოსახლეობასთან, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით და რა პროეტები და პროგრამებია დაგეგმილი უახლოეს მომავალში“ - განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ.

--