კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შალვა რამიშვილის მიმართვას შეისწავლის

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია შალვა რამიშვილის მიმართვას შეისწავლის

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრეს-მდივანი, ხატია ყურაშვილი "რუსთავი 2" - ის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, შალვა რამიშვილის მიმართვაზე კომენტარს აკეთებს.

როგორც ცნობილია, შალვა რამიშვილმა GFK-ს და "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სოციოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიას მიმართა. შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ "თავისუფალი ზონის" ყოფილ წევრ, ბესო კალაძისგან მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ აყალბებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" და კომპანია GFK.

მისივე თქმით, GFK-ს კვლევის მონაცემების მიხედვით, რომელიც ნოტარიუსთან იყო დალუქული და დღეს გაიხსნა, "ნაციონალურ მოძრაობას“ 12,5 პროცენტი აქვს და არა 26 პროცენტი, როგორც ეს "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

"კვლევის სანდოობა უნდა იყოს გადამოწმებული მაუწყებლის მიერ და მხოლოდ ამის მერე უნდა გამოქვეყნდეს. გარდა ამისა, გამოქვეყნების დროს, არის სხვა საკითხები, რომლის თაობაზეც უნდა ჰქონდეს აუდიტორიას ინფორმაცია. ამ ყველაფერს შეისწავლის კომისია და მოგვიანებით გააკეთებს საჯარო განცხადებას", - აცხადებს ყურაშვილი.