„ნაციონალური მოძრაობა“ წართმეულ ფულს ფარული კადრების მოგროვებაში ხარჯავდა და პარალელების გავლება კიდევ უჭირს საზოგადოებას

„ნაციონალური მოძრაობა“ წართმეულ ფულს ფარული კადრების მოგროვებაში ხარჯავდა და პარალელების გავლება კიდევ უჭირს საზოგადოებას

საზოგადოება კიდევ ვერ ერკვევა, შუაშისტები, ფსევდოობიექტურები რომ არიან, ისინი ცუდები იყვნენ, ესენი ცუდები არიან და აიგივებენ ერთმანეთთან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლებამ 100 მილიონზე მეტი მარტო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებაზე დახარჯა.

„მათი გადაღებული კადრებიდან ერთი გაავრცელა გელა ხვედელიძემ.  დღესაც გულის ტკვილით ვიხსენებ, რომ  ამხელა შეცდომა დაუშვა. უაპელაციოდ გავწირეთ ეს კაცი, ვერ ვაპატიეთ,  რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადაღებული კადრი გაავრცელა“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტის და ბიზნესიდან წართმეულ ფულს ასეთი კადრების მოგროვებაში ხარჯავდა და პარალელების გავლება კიდევ უჭირს საზოგადოებას.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,   ნაციონლები ამბობენ,  რომ არა ციხეში წამების ფაქტები,  შეიძლება არ წაეგოთ არჩევნები.

„იჭერნენ უდანაშაულო ადამიანებს,  აწამებდნენ, რომ გაეგოთ, ციხეში როგორი მძიმე სიტუაცია იყო და ამით საზოგადოების დათრგუნვას და დამორჩილებას ცდილობდნენ. ეს იყო ტოტალური მეთოდი, რომელსაც მთელ საქართველოში იყენებდნენ. ამაზე იტყვიან უარს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.