ბიძინა ივანიშვილი ორი დღის წინ ია მეტრეველსა და სანდრა რულოვსს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ივანიშვილის განცხადებით, კატასტროფული, ტრაგიკული შემთხვევა იყო, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს უაპელაციოდ ხოცავდნენ.
„ქალბატონი ჩამოვიდა დღეს და რაღაც ზღაპრებს ყვება, რომ თვალებში ჩახედა თუ ტვინში ჩახედა ამ კაცს და ეს კაცი აღარ იძალადებს. როგორ აღარ იძალადებს. ქალბატონ იას მე ვიცნობ. მძიმე სცენა იყო. გამოდის და ჩვენ აგვირჩიეთ აღარ იზამსო. ისევე როგორც გარბისო ჩემზე ამბობენ, თვითონ გაქცეულები არიან და ამით უნდათ შეურაცხყოფა მომაყენონ. ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ მოვეფერებით ოპოზიციასო და მათ აჩვენეს უკვე. ავიწყდებათ, როგორ ექცეოდნენ ოპოზიციას“,-განაცხადა ივანიშვილმა ბაზალეთში ტელეკომპანია GDS -ის გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.
ივანიშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განმარტებები უნდა გააკეთოს რაზე იტყვიან უარს.
“ჯერ განმარტებები გააკეთონ, ამ ქალბატონმაც გააკეტოს განმარტება, რაზე იტყვიან უარს, აღარ დახოცავენ ახალგაზრდებს, აღარ გააუპატიურებენ, აღარ შეუვარდებიან ოჯახებში, აღარ გადაიღებენ სხვის პირად კადრებს“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.