„თბილისის სატრანსპორტო კომაპნაი“ გაცნობებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაცია MAN-ის ავტობუსის ავარიაში მოყოლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
MAN-ის ათი ახალი ავტობუსი, ამ მომენტისთვის, ავტოპარკში მდებარეობს. ახალი ავტობუსების N 61 ხაზზე გაშვება 6 ოქტომბრიდან იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სულ მალე 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი მოემსახურება.