ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ამჯერად ბაზალეთის კომპლექსში შეხვდება

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ამჯერად ბაზალეთის კომპლექსში შეხვდება

ტელეკომპანია GDS-ის საარჩევნო პროექტის - "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მორიგი გადაცემა მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან დღეს გავა ეთერში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებს ამჯერად ბაზალეთის კომპლექსში უპასუხებს.

გადაცემას 2030-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი გაუძღვებიან.

მაყურებელი გადაცემას 12.00 საათიდან, ტელეკომპანია GDS-ის პირდაპირ ეთერში და საინფორმაციო სააგენტო 2030.news-ზე ნახავს.

დღევანდელი გადაცემით წინასაარჩევნო პროექტი "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მთავრდება.

პროექტის პირველი გადაცემა 1 სექტემბერს აჭარიდან გავიდა ეთერში.