შალვა რამიშვილმა დაანონსებული

შალვა რამიშვილმა დაანონსებული "სენსაციური ინფორმაცია" გაასაჯაროვა

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ "თავისუფალი ზონის" ყოფილ წევრ, ბესო კალაძისგან მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ აყალბებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" და GFK.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შლავა რამიშვილმა განაცხადა, რომ ბესო კალაძეს ხელში ჰქონდა ორი დოკუმენტი, ორი მონაცემი, კვლევის ის მონაცემები, რომელიც ჯერ არავინ იცოდა "ბისიჯისა" და GFK-ს გარდა, ხოლო მეორე იყო რეალური დათვლა.

"ვურჩიე კალაძეს, თავი შეეკავებინა ამ დოკუმენტების გამოქვეყნებისგან და დაეცადა, დაემთხვეოდა თუ არა ეს მონაცემები გავრცეელებულს. ეს მონაცემები, ჩემი რჩევით, კალაძემ ნოტარიუსთან დაამოწმა და შეინახა. ჩვენ აქედან ყველანი წავალთ ნოტარიუსებთან და გავხსნით იმ მონაცემებს ერთად",- აღნიშნა "პრაიმტაიმის" ინფორმაიით შალვა რამიშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელსაც კალაძეც ესწრებოდა.

რამიშვილმა აღნიშნა, რომ გავრცელებული მონაცემები გაყალბებულია.

"შემიძლია გითხრათ, რომ ეს მონაცემები შეცვლილია "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში",-აღნიშნა რამიშვილმა.

კალაძის თქმით, ის იყო "თავისუფალი ზონის" წევრი, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" საარჩვენო სიის წევრი.

"დღეს "ნაციონალური მპძრაობაში" მყავს კიდევ ბევრი მეგობარი, დღეს ვერ გავამხელ იმ ადამიანის სახელსა და გვარს, ვინც ეს მონაცემები მომაწოდა, თუმცა მქონდა ორი დოკუმენტი, ერთი რაც იყო გაყალბებული და მეორე რაც რეალურად იყო", - აღნიშნა კალაძემ.