საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას, ყოფილი მდივნის, ირინა იმერლიშვილის მოადგილე ლევან ბოძაშვილი შეასრულებს. ბოძაშვილი ახალი სტატუსით მუშაობას უკვე შეუდგა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბოძაშვილს უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულება დაეკისრება იქამდე, ვიდრე პრეზიდენტი ახალ მდივანს დანიშნავს.
მათივე ინფორმაციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებლად ლევან ბოძაშვილის დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.
როგორც ცნობილია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, რომელიც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას გუშინ შეუდგა.