ირაკლი ალასანია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის უსწრაფეს გამოძიებას ითხოვსირაკლი ალასანია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის უსწრაფეს გამოძიებას ითხოვს

ირაკლი ალასანია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის უსწრაფეს გამოძიებას ითხოვსირაკლი ალასანია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის უსწრაფეს გამოძიებას ითხოვს

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სამართალდამცავებისგან ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის უსწრაფეს გამოძიებას ითხოვს.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო პროცესში იარაღის ჟღარუნი თავში აღარავის მოუვიდეს.

”სამართალდამცავ სტრუქტურებს უმკაცრესად უნდა მოეთხოვოს, რომ უსწრაფესად დაადგინონ ვინ იყო დამნაშავე და რატომ მოხდა ასეთი ფაქტი. ჩვენ საზოგადოების წინაშე გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ პოლიტიკური დებატები იყოს სუფთა ზიზღის ენისგან და დაპირისპირებისგან, მით უმეტეს, შეიარაღებული დაპირისპირებისგან. ჩვენ გვახსოვს, რა სავალალო შედეგები მოუტანა ამან ქვეყანას”, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.

გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა, რომელმაც მომხდარში ედუარდ ნუცუბიძე და ალექსანდრე ინდიაშვილი დაადანაშაულა. დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი.

ამასთან, ოქრუაშვილი გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახი კალაძის ცოლის ძმას ადანაშაულებს.