„ძალიანმიხარია ამდენ გულანთებულ ადამიანს როცა ვხედავ, ამდენ თანამოაზრეს, მხარდამჭერს. მე მინდა პირველ რიგში თითოეულთქვენთაგანს უღრმესი მადლობა მოგახსენოთ, უღრმესი მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2011 წელსდავიწყეთ.
ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში ქვეყანაში,როგორი დამოკიდებულება იყოგანსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ,როგორი ზეწოლა იყო ჩვენს მხარდამჭერებზე, თითოეულ ჩვენთაგანზე, ჩვენს ოჯახისწევრებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი ერთიანობით,ბრძოლით მოვახერხეთ მშვიდობინი გზით წარსულში ჩაგვებარებინა ეს ყველაფერი.
ჩვენ, პარტია „ქართული ოცნება“, ჩვენი მხარდამჭერებით, ჩვენი ჯარისკაცებით, ვიძლევით პირობას, რომსაქართველოში არასდროს არ დაბრუნდება, ვერასდროს ვერ დაბრუნდება ის ხელისუფლებები, რომლებიც ძალადობდნენ თავიანთიქვეყნის მოქალაქეებზე“,-განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
კახა კალაძის თქმითვე, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის დღესმთავარი ამოცანა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებაა.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენიქვეყნის მოქალაქეებს. რეალურად ქვეყანაში ერთადერთი ძალა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი გახლავთ პარტია „ქართული ოცნება“,ვისაც აქვს რეალურად შესაძლებლობები იმისა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოსკეთილდღეობა”,-აღნიშნა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.
კახა კალაძემ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეკიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და საბურთალოს ამომრჩეველს საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
„ მე მინდა ვთხოვოთითოეულ თქვენთაგანს, რომ 8 ოქტომბერს მოვკიდოთ ხელი ჩვენს ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ახლობლებს ,ნათესავებს დასაარჩევნო ყუთებთან მისვლით, ჩვენი აზრის დაფიქსირებით მივიღოთ გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს ხვალ ქვეყნისხელისუფლებაში , ვის უნდა ვანდოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი შვილების მომავალი და მე დარწმუნებული ვარეს გადაწყვეტილება იქნება თავისუფლება, თავისუფლების განმტკიცება, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა.მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს და დაგარწმუნოთ იმაში, რომ 8 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლადგავიმარჯვებთ. მე ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს თქვენი სიმტკიცე , ის ემოციები, რომელიც თითოეულ თქვენთაგანშია , ისემოციები რომლებიც თითოეულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეშია და ბოლოს მე მინდა გითხრათ, რომ 8 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვებას , ჩვენი თანამოაზრეების გამარჯვებას, ეს არის სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება იმ დემოკრატიული გზის გამარჯვება რომელიც ჩვენ 2012 წელს დავიწყეთ ჩვენ არ მივცემთშესაძლებლობას მოძალადეებს, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რადგან ყველას კარგად გვახსოვს თუ რა ხდებოდა წლებისგანმავლობაში, მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს, და მინდა, რომ ხვალინდელიდღე რომელიც გვითენდება იყოს ყოველთვის ბედნიერი, იყოს ყოველთვის ბედნიერი თითოეული თქვენთაგანისთვის“,-დასძინა პარტიისგენერალურმა მდივანმა.