თურქეთის პოლიციამ ფეთჰულა გიულენის ძმა, ქუთბეთინ გიულენი დააკავა. ინფორაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ქუთბეთინ გიულენი მუსლიმი მქადაგებლის პირველი ნათესავი გახდა, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს. გავრცელებული ცნობით, პოლიციის ანტიტერორისტული განყოფილების თანამშრომლებმა მას ერთ-ერთი ნათესავის მიერ მითითებული ინფორმაციის საფუძველზე მიაკვლიეს. ქუთბეთინ გიულენი იზმირში დააკავეს. მას ტერორისტული დაჯგუფების წევრობა ედება ბრალად. ეჭვმიტანილი დაკითხვაზე იმყოფება.
თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.
თურქეთში არშემდგარი ამბოხის შემდეგ წინასწარი პატიმრობა 32 ათასს ადამიანს მიუსაჯეს. გამოძიება 70 ათასი ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს.