საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა ორ კვირაში გახდება ცნობილი

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა ორ კვირაში გახდება ცნობილი

კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანიდატურის დასახელება 2 კვირაში უნდა მოხდეს, ხოლო არაუგვიანეს ერთ თვეში, პლენუმმა იგი, დახურულ სხდომაზე უნდა აირჩიოს. უკვე ცნობილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი აქვს ზაზა თავაძეს, რომელიც ამ პოზიციაზე, მოვალეობის შემსრულებლად გუშინ დაინიშნა. ამბობს, რომ ვინ იქნება თავმჯდომარე, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა მას ამის სურვილი აქვს.

არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატად მოსამართლე მერაბ ტურავაც განიხილება. თავად ტურავამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. აცხადებს, რომ სურვილებზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურს.

საკონსტიტუციო სასამათლოს ახალი მოსამართლეები ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე კი, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ სავარაუდო კანდიდატურების შესახებ კონსულტაციების შემდეგ ისაუბრებენ.

„გუშინ ამოქმედდა ახალი კანონი და თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, 2 კვირის განმავლობაში უნდა წარვადგინოთ კანდიდატები. 3 მოსმართლეს აქვს კანდიდატის წარდგენის უფლება. ორი კვირის განმავლობაში იქნება მოლაპარაკებები და კონსულტაციები. ყველა მოსამართლეს აქვს უფლება იყოს წარდგენილი სასამართლოს თავმჯდომარედ“ - გაანცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა.

„კანონის შესაბამისად, თითეულ წევრს აქვს ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ წარადგინონს თავმჯდომარის ახალი კანდიდატურა. ახლა ამაზე ვერ გიპასუხებთ ვის დავუჭერ მხარს და ვის არა, კონსულტაციების შემდეგ ჩამოვყალიბდები“ - განაცხადა გიორგი კვერენჩხელიძემ.

კანონმდებლობის მიხედვით, 2 კვირაში ჩაინიშნება პლენუმის დახურული სხდომა და მოხდება მოსმართლეების დასახელება. შემდეგ კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მარტივი უმრავლესობა, 5 მოსამართლე აირჩევს თავმჯდომარეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა, ორი დღის წინ, 30 სექტემბერს ამოეწურა.