პრემიერთან მქონდა თხოვნა, დაეხმარონ პედაგოგებს ღირსების აღდგენაში, ჩემდა გასაოცრად, კითხვის დასმამდე მან სწორედ ამით დაიწყო საუბარი

პრემიერთან მქონდა თხოვნა, დაეხმარონ პედაგოგებს ღირსების აღდგენაში, ჩემდა გასაოცრად, კითხვის დასმამდე მან სწორედ ამით დაიწყო საუბარი

პრემიერთან და განათლების მინისტრთან  შესახვედრად როცა მოვდიოდი, მქონდა ერთი თხოვნა, რომ დაეხმარონ პედაგოგებს დაკარგული ღირსების აღდგენაში. ჩემდა გასაოცრად, შეკითხვის დასმამდე, მათ სწორედ ამით დაიწყეს საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს 171- ე საჯარო სკოლის პედაგოგმა მზია კვინტრაძემ განუცხადა.

როგორც მზაი კვინტრაძემ აღნიშნა,  დიდი პატივია, როდესაც პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი უშუალოდ გილოცავენ პროფესიულ დღესასწაულს,რასაც მასწავლებლის დღე ჰქვია.

„ იყო გულწრფელი შეხვედრა და მართალი დიალოგი. მე მათთან შესახვედრად როცა მოვდიოდი, მქონდა ერთი თხოვნა, რომ დაეხმარონ პედაგოგებს დაკარგული ღირსების აღდგენაში. ჩემდა გასაოცრად, შეკითხვის დასმამდე, მათ სწორედ ამით დაიწყეს საუბარი, რისთვისაც მადლიერები ვართ", - აღნისნა მზია კვინტრაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი პედაგოგებს დღეს "ექსპო-ჯორჯიაში" შეხვდნენ.