ცენტრალური ფიგურა უნდა გახედს მოსწავლე, სტუდენტი და მკვლევარი, რომელზეც უნდა იყოს ორიენტირებული სისტემა

ცენტრალური ფიგურა უნდა გახედს მოსწავლე, სტუდენტი და მკვლევარი, რომელზეც უნდა იყოს ორიენტირებული სისტემა

ცენტრალური ფიგურა უნდა გახედს მოსწავლე, სტუდენტი და მკვლევარი, რომელზეც უნდა იყოს ორიენტირებული მთლიანად სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, განათლების სამინისტრო და მთელი მთავრობა უნდა იყოს ფოკუსირებული უმთავრესზე - სტუდენტზე, მოსწავლეზე, მკვლევაზე.

"ჩვენ მოსწავლეთა სახელმძღვანელობით უფასოდ უზრუნველყოფა შემოვიღეთ, ტრანსპორტიტება აღვადგინეთ სოფლად, სადაც იყო ძალიან რთული, როდესაც ბავშვებს და პედაგოგებს უწევდათ რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით. ამის შედგად, მე შემიძლია მაგალითები მოვყვანო უამრავი, როდესაც ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ. დღეს 95%-ს ზევით არის გაზრდილი დასწრება საშუალო სკოლებში. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვყავდა უამრავი ბავშვი, რომლებიც ვერ ღებულობდნენ საშუალო განათლებას. ჩვენ დღეს ვართ ახალი სტრატეგიის შემუშავების პოცესში. ჩვენ არ გვინდა თავს მოგახვიოთ ჩვენი აზრები, არ იქნება თანხვედრაში თქვენს გამოცდილებასთან.  თქვენი გამოცდილება უნდა იყოს ამოსავალი ნებისმიერი ნაბიჯის, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ მომავალში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სკოლებში ფსიქოლოგის სამსახურის დანერგვა, ექიმის მომსახურების, სპორტის და ფიზიკური აღზრდის აღდგენა, რაც კიდევ უფრო გაფართოვდება და ხელმისაწვდომი გახდება.

მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ინკლუზიური განათლება, რომელიც მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება იქნება, რადგან განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განათლების მინისტრს აქვს კარგი იდეები სისტემაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანასთან დაკავშირებით, რაც პედაგოგების საქმიანობის გამარტივებას შეუწყობს ხელს. მათ შორის, თავისუფალი გაკვეთილის ცნების შემოღებაც იგეგმება.

"ალექსანდრე ჯეჯელავას აქვს ძალიან კარგი იდეები. ახალი ტექნოლოგიების განათლების სისტემაში შემოტანასთან დაკავშრებით. მე ძალიან მომწონს ეს იდეები. ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ იქნება იმისთვის, რომ თქვენ გაგიადვილოთ საქმიანობა და თქვენ სასწავლო პროცესი გახადოთ უფრო საინტერესო, უფრო მიმზიდველი და ბავშვებითვის მოსაწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის , სკოლა გახდეს ის ადგილი, სადაც მათ ეხალისებათ მისვლა, სადაც ისინი არა მხოლოდ განათლებას მიიღებენ, არამედ ადგილი, სადაც მათ ექნებათ ადამიანური საუბარი თავინათ პედაგოგებთან ყველაფერზე, რაც მათ აწუხებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის ალექსანდრე ჯეჯელავას აქვს იდეა, რომ დანერგოს თავისუფალი გაკვეთილების ცნება და ინსტიტუტი შემოიღოს, რომელიც იქნება იმისთვის, რომ თემების ძალიან ფართო სპექტრი იყოს განხილული ბავშვებსა და პედაგოგებს შორის

, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.