განათლების საქმეს ხელი მოკიდეს კომაროველებმა და დარწნუნებული ვარ, ბოლომდე მიიყვანენ

განათლების საქმეს ხელი მოკიდეს კომაროველებმა და დარწნუნებული ვარ, ბოლომდე მიიყვანენ

განათლების საქმეს ხელი მოკიდეს კომაროველებმა და დარწნუნებული ვარ,  ბოლომდე მიიყვანენ, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრთან და განათლების მინისტრთან შეხვედრა კომაროვის სახელობის სკოლის პედაგოგმა, ანდრო კორძაიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრიდან იმედიანი და დარწმუნებული მიდის.

"მე ვიცნობ კომაროველებს და ვიცი, როგორ ბოლომდე მიყვანა იციან მათ საქმის. კონკრეტულად ის რეფორმები,რაც მე მოვისმინე მინისტრისგან და პრემიერისგან, მიმართულია მასწავლებლის მატერიალური მდგომარეობის გაჯობესებისკენ, მისი სოციალური სტატუსის ამაღლებისთვის. ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მთავარია განწყობა და იმედი, რითაც მასწავლებლები მივდივართ აქედან.  ბატონ ალექსანდრესაც და ბატონ გიორგისაც ვუცხადებ ნდობას და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენთვის,მასწავლებლებისთვის კარგად იქნება", - აღნიშნა ანდრო კორძაიამ, რომელმაც შეაფასა პრემიერის განცხადება მასწავლებელთა აპოლიტიკურობასთან დაკავშირებითაც.

"პირველად შევიგრძენით მასწავლებლებმა,  რომ არავითარი ზეწოლა, არავითარი მითითება და არავითარი რჩევაც კი, რა პოლიტიკური განწყობა ან მიმართულება უნდა გვქონდეს. ამას ჩვენ უკვე რეალურად ვხედავთ და ვგრძნობთ", - აღნიშნა ანდრო კორძაიამ.