უმთავრესია, პედაგოგების განწყობა იყოს პოზიტიური, ოპტიმისტური, ღირსებით შეხვიდეთ საკლასო ოთახში და პირობას გაძლევთ, ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიზრუნებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ყველამ უნდა იზრუნოს, რათა დასრულდეს ის ღვარძლი და უბედურება რაც დღეს ჭირს ქვეყანას.
„ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ დავასრულოთ ის ღვარძლი და უბედურება, რაც დღეს გვჭირს. უკვე მართლაც კატასტროფას მიაღწია ამ ყველაფერმა და გავიარეთ ის წითელი ხაზები, რაც უნდა გაგვევლო. მე ამას საქმითაც ვადასტურებ, რადგან არავის გაგიგიათ ჩემგან, რომ რაღაც უკადრებელი მეთქვას რომელიმე ოპონენტის შესახებ. ჩვენ თუ შევძლებთ, მოვუსმინოთ ერთმანეთს და ვისაუბროთ ისე, რომ მოგვისმინონ, ერთ დიდ საქმეს უკვე გავაკეთებთ და ეს, შესაძლოა, იმ საქმის 80% უკვე იყოს, რაც შემდგომ უნდა გავაკეთოთ. ეს ეხება ასევე პედაგოგებს, რადგან ჩვენს შვილებთან გაქვთ საქმე და ჩვენი ქვეყანა ისეთი იქნება, როგორც თქვენ დაელაპარაკებით მომავალ თაობას. ამიტომ, უმთავრესია, თქვენი განწყობა იყოს პოზიტიური, ოპტიმისტური, ღირსებით შეხვიდეთ საკლასო ოთახში და პირობას გაძლევთ, ჩვენ ამაზე აუცილებლად ვიზრუნებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.