გიორგი მარგველაშვილი:   არიან თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც არჩევნები მუშტი-კრივი გონიათ

გიორგი მარგველაშვილი: არიან თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც არჩევნები მუშტი-კრივი გონიათ

საქართველოს პრეზიდენტმა  ზუგდიდის სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გიორგი მრგველაშვილი სამართალდამცავებისგან მომხდარის  სრწაფ გამოძიებას ელოდება.

"ერთის მხრივ, ველოდები ეფექტურ და სწრაფ გამოძიებას, მაგრამ ამავე დროს, ველოდები პოლიტიკოსებისგან ვითარების ადეკვატურ შეფასებას" - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, ყველა პოლიტიკურ ძალაში იყვენ  თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც არჩევნები მუშტი-კრივი გონიათ.

"მაგრამ ველოდები, რომ პოლიტიკურ ძალებში არიან ადამიანები, ვინც თავის პრინციპულ პოზიციას, თუნდაც თავის თანაგუნდელებთან ერთად, დააფიქსირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.