სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი წერს სოციალურ ქსელში:
ისეთი სისულელეები ითქვა გუშინ რუსთავი 2–ის ეთერში GFK-ის „კვლევის“ შედეგების განხილვისას, რომ ამ სიუჟეტს ნამდვილად შევიტანდი როგორც ერთ–ერთ სანიმუშო შემთხვევას სოციოლოგიის პრაქტიკის სილაბუსში, თუ როგორ არ უნდა მოხდეს მონაცემების წარდგენა.
უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეგზიტ პოლში, რომელსაც რუსთავი 2 ჩაატარებს, ნაცმოძრაობას, სულ მცირე, ქართული ოცნების თანაბარი შედეგები ექნება (თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ პირველ ადგილზეც გაიყვანონ). ასეთი მარაზმის მოსალოდნელობა უკვე ხელის გულზეა...
ახლა ის მაინტერესებს, გაუძლებს კი პოლიტიკურ ცდუნებას და იქნება კი სამართლიანი მეორე ეგზიტ პოლი, რომელსაც ასეთი ოდიოზური საპირწონე ჰყავს?
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10155356215294358&id=800024357