საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში 14:00 საათზე დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უზენაესი სასამართთლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან.
ფიცის დადების ცერემონიას საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი გახსნის. დღეს, ფიცის დადების შემდეგ 10 წლის ვადით საკონსტიტუციო სასამართლოში საქმიანობას შეუდგებიან პრეზიდენტის მიერ დანიშნული ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე და უზენაესი სასამართლოს მიერ განწესებული თემურ ტუღუში. კიდევ ერთ მოსამართლეს კი არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი წარადგენს.
30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ წევრს, მათ შორის თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურათ.