„ყველა ჩვენგანის სულიერ სამყაროში ცხოვრობს გმირი. მათ რომ დაემსგავსო პაროლი გჭირდება, პატარა ბიჭი, რომ ვიყავი პირველად მაშინ ვნახე მას შემდეგ კი, ძალიან მინდა მას დავემსგავსო!“ -ამ სიტყვებით იწყება სიმღერა, რომელიც ვიდეოპორტალ YouTube-ზე გამოჩნდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ავტორის მისაბაძი ფიგურა, უფრო სწორედ მისი გმირი რუსეთის ფედერაციის მესამედარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია.
სიმღერა სახელწოდებით,-„გმადლობ უფალო ვლადიმერისთვის“ ტაჯიკი მომღერლის ტოლიბ კურბანხანოვის მეორე სიმღერაა. ავტორი 5 წუთიან ვიდეორგოლს, რომელშიც პუტინის „გმირობების“ ფრაგმენტებია ნაჩვენები, რუსეთის პრეზიდენტს უძღვნის.
სიმღერაში შემსრულებელი ღმერთს მადლობას უხდის, იმისათვის, რომ დედამიწაზე ვლადიმერ პუტინი გამოგზავნა: „გმადლობ შენ, უფალო, ვლადიმერისთვის, ჩემი გმირისა და კუმირისათვის. მე არ ვარ მსოფლიოში ერთადერთი, მათ შორის ვინც ამაში დამეთანხმება.“
მომღერალი ითხოვს დავაფასოთ პუტინი. პუტინის მოწინააღმდეგე ქვეყნებს მტრებს უწოდებს, რომელთაც „სურდათ რუსეთის დაშლა, მაგრამ ვერ შეძლეს“.
ტოლიბ კურბანხანოვი მისი პირველი სიმღერის „ВВП“-ს ჩაწერის შემდეგ დუშანბიდან რუსეთში მიიწვიეს. პირველი კომპოზიცია მან ამ წლის თებერვალში ჩაწერა. დღეისთვის ეს ვიდეორგოლი მილიონზე მეტჯერ არის ნანახი. რუსებში ამ სიმღერას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთი მხარე სიმღერის ტექსტზე დაყრდნობით თვლიდა, რომ სიმღერა პუტინისადმი კეთილგანწყობით ჩაიწერა, მეორე მხარე კი, ამ ვიდეორგოლს „ანტიპუტინურს“ უწოდებს. ცნობილმა რუსმა რადიოჟურნალისტმა ალექსანდ პლიუშევმა ტოლიბ ბურბანხანოვის ამ შლიაგერს „ისტორიაში ყველაზე საუკეთესო ანტირპუტინური“ ნამუშევარი უწოდა.
„გმადლობ უფალო ვლადიმერისთვის“, „მე ავწევ ჭიქას იმისთვის, რომ მას ყველა ოცნება აუხდეს“.