“ცოტა ხნის წინ, სააკაშვილმა რუსთავის2-ის ეთერში განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში იმარჯვებს, რაც ივანიშვილმაც აღიარა და თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის 30% უჭერს მხარსო.
თუმცა, სააკაშვილმა მოიტყუა და ფაქტები შეგნებულად გადაასხვაფერა.
სინამდვილეში, ტელევიზორში რასაც ვუსმინეთ, ივანიშვილმა განაცხადა, მოსახლეობის 30% ისევ ფიქრობს, ხოლო 150-200000 მოქალაქე ნაციონალებს უჭერს მხარსო.
ანუ 30% ნაციონალებს კი არ უჭერს მხარს, არამედ ფიქრობსო!
(ანუ ფიქრობსო, ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმაო!)
150-200000 კი რომელიც ნაციონალებს უჭერს მხარს, არის 10-12%.
ნებისმიერს შეუძლია, ჩანაწერები ნახოს და გადაამოწმოს რა თქვა ივანიშვილმა და როგორ გადაასხვაფერა მისი ნათქვამი სააკაშვილმა.
ანუ, სააკაშვილმა ცადა, რომ ნაცმოძრაობის გამარჯვებში დავერწმუნებინეთ გაყალბებული ფაქტებით, ვინაიდან იცის, რომ მისი პარტია მარცხდება. სხვა რა ახსნა ეძებნება ამ "ჟულიკობას"?
P.S. ორივე ჩანაწერი დევს ინტერნეტში და ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს.”