უკრაინულ „ქალურ ლოგიკაში“, გოგონებს შეკითხვა პრეზიდენტ სააკაშვილზე დაუსვეს. ქალებს ეკრანზე გამოტანილი პრეზიდენტის ფოტოდან, მისი ვინაობა უნდა გამოეცნოთ.
„ვინ არის გამოსახული ფოტოზე? ჩიკაგოს მაფიის ბოსი, კავკასიური ქვეყნის პრეზიდენტი თუ, მუსიკალური პროდიუსერი?
ქალებმა ბევრი იმსჯელეს და ლოგიკურ პასუხამდე მივიდნენ, თუმცა მსჯელობის პროცესი საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
პრეზიდენტის გამოხედვით, ფოტოზე ასახული ჟესტისა და ჯდომის თავისუფალი მანერიდან გამომდინარე სწორ პასუხამდე სტუდიაში მსგავსი ფრაზები ჟღერდა: „ჩიკაგოს მაფიის ბოსს უფრო ჰგავს“, „პრეზიდენტი უფრო ფორმალურად ზის“, „სააკაშვილი აქ თავის თავს არ ჰგავს“, „ოოო, ეს სამივე მათგანს ჰგავს“, „მგონია, რომ ის შეიძლება იყოს კრიმინალური ავტორიტეტი,“ „კავკასიური იერი აქვს“, „ქართველი არა არის, ქართველებს ცხვირზე კეხი აქვთ. სომეხია!“