27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეა - ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმუხურში ახალი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზენტაციის დრო და ადგილი შემთხვევით არ არის შერჩეული.
“ამ ორი მნიშვნელოვანი ინიციატივის გაჟღერებისთვის არც დრო და არც ადგილი შემთხვევითი არ გახლავთ. ხვალ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეა - ტრაგიკული თარიღი საქართველოს ისტორიაში. ის ომი იყო ტრაგედია ქართველებისთვისაც და აფხაზებისთვისაც. ეს იყო ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება ჩვენ სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ. მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენ მომავლზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არა აქვს“, - გიორგი კვირიკაშვილი.
განმუხურში ფონდი „ქართუსა“ და თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით ბოტანიკური ბაღი და სასტუმრო აშენდება.