"აგონიაში ჩავარდნილი სააკაშვილი და ყვარყვარეები აგრესიას ავლენენ"

"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი, სოსო შატბერაშვილი აცხადებს, რომ რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, აგონიაში ჩავარდნილი სააკაშვილი და მისგან მართული ყვარყვარეები, მით უფრო მეტ აგრესიას ავლენენ.

შატბერაშვილის თქმით, რაც უფრო ახლოვდება 8 ოქტომბერი, "ნაციონალური მოძრაობა" კრიმინალურ ქმედებებზე გადადის. 

"არჩევნების ღამეს, ნათელაშვილი ლეღვის ფოთოლივით აეფარება სააკაშვილს და იმოქმედებს შემდეგი სცენარით: მოუწოდებს მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ და სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებისა და პიკეტირებისაკენ. სანდო წყაროს ინფორმაციით ნათელაშვილმა გუშინ გვიან ღამით ჩაატარა დახურული თათბირი დაარიგა ოდესიდან შემოსული შავი ფული და დაავალა თავის აქტივისტებს 8 ოქტომბერს ღამით მოემზადონ დაგეგმილ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა.

"მემარცხენე ალიანსი" ზემოხსენებულის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულიდან სისტემატიურად აფრთხილებდა ხელისუფლებას და მოითხოვდა მკაცრად გაეკონტროლებინა საქართველოში შემოსული უკანონო ფინანსების მოძრაობა რაც უგულებელყოფილი იქნა. დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ანუ "თავისუფალი ზონა" დატოვა დიდმა ჯგუფმა რომელმაც არ ისურვა ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებაში მონაწილეობის მიღება. ეს ის შემთხვევაა როდესაც ქვეყნის, სამშობლოს სიყვარულმა ძლია უზნეობასა და სიხარბეს რაც მისაბაძი მაგალითია", - განაცხადა შატბერაშვილმა. 

სოსო შატბერაშვილი მოუწოდებს "ლეიბორისტული პარტიის" წევრებს, უარი უთხრან ნათელაშვილს დავალების შესრულებაზე. 

"ვისაც კიდევ შერჩენია სინდის ნამუსი უარი უთხრან ნათელაშვილს ბინძური დავალების შესრულებაზე მიბაძონ თავისუფალი ზონის წევრებს პატრიოტიზმში, ქვეყნის სიყვარულში დატოვონ ზემო ხსენებული ფსევდო პარტია და შემოუერთდნენ მემარცხენე ალიანსს ამით ისინი თავიდან ააცილებენ ქვეყანას მოსალოდნელ საფრთხეს, ხოლო საკუთარ თავს იხსნიან მკაცრი მაგრამ კანონიერი განაჩენისგან",-აღნიშნა სატბერაშვილმა.