დესტაბილიზაციის მოწყობა არ დაგვჭირდება, არჩევნებს ისე მოვიგებთ - ირმა ნადირაშვილი

დესტაბილიზაციის მოწყობა არ დაგვჭირდება, არჩევნებს ისე მოვიგებთ - ირმა ნადირაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირმა ნადირაშვილი პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რევოლუციისთვის შესაძლო მზადების თემაზე კომენტარს აკეთებს.

როგორც ცნობილია, დღეს, "თავისუფალი ზონის" გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბესო კალაძემ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და არც მსხვერპლია გამორიცხული.

"ეს არის სუს-ის პროექტი, სწორედ ისინი აგზავნიან ასეთ ადამიანებს. დესტაბილიზაციის მოწყობა არ დაგვჭირდება, არჩევნებს ისე მოვიგებთ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

შეგახსენებთ, "თავისუფალი ზონის" გლდანის განყოფილების წევრებმა მარიამ კოხრეიძემ, ბესო კალაძემ, ირაკლი ქომეთიანმა, ქრისტი კვარაცხელიამ, გიორგი არჩვაძემ, ლანა აბრამაშვილმა, დევიდ ლაბაძემ, თამუნა კეკელიძემ, გიორგი ჭინჭარაულმა და ნინო ახალმოსულიშვილმა "კვირას" პრესკლუბში ორგანიზაციიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთეს და მოსალოდნელ დესტაბილიზაციის შესახებ მოსახლეობა გააფრთხილეს.

"თავისუფალი ზონის" უკვე ყოფილი წევრები უახლოებს დღეებში ბრიფინგს ჩაატარებენ, სადაც დეტალურად ისაუბრებენ, რა იგეგმებოდა 9 ოქტომბერს უკრაინიდან საქართველოში.