რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: თურქეთში ჟურნალისტების მიმართ ზეწოლამ პიკს მიაღწია

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე: თურქეთში ჟურნალისტების მიმართ ზეწოლამ პიკს მიაღწია

თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ზეწოლამ პიკს მიაღწია - ამის შესახებ ორგანიზაცია ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. თუ როგორი გავლენა იქონია საგანგებო მდგომარეობამ პრესის თავისუფლებაზე, ამ თემასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ 15-გვერდიანი ანგარიში მოამზადა.

ანგარიშის შესახებ ორგანიზაცია, ″რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ გერმანიის წარმომადგენლის, ქრისტიან მიჰრის განცხადებით, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობიდან დღემდე 100 ჟურნალისტი დააპატიმრეს, 100 გაზეთი, ჟურნალი, რადიო ან სატელევიზიო არხი დახურეს. მიჰრიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ ჟურნალისტს პასპორტი გაუუქმეს.

მიჰრის თქმით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობამდეც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისა და მმართველი პარტიის (AKP) მზარდი ავტორარული პოლიტიკის გამო ჟურნალისტებს ისედაც პრობლემები ექმნებიდათ.

″საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ კი ამ მდგომარეობის დაჩქარებას წარმოუდგენლადხელიშეუწყო.საგანგებო მდგომარეობამ, თურქეთს უკვე ტირი ზიანი მიაყენა, რომლის ხანგრძლივობაც არ უნდა გაგრძელდეს″ - განაცხადა მან.

თურქეთში15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 5 დღის შემდეგ მთვრობამ3 თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ორგანიზაციამ ასევე ჟურნალისტების პასპორტებისა და პრესკარტების გაუქმების მსგავსი ქმედებების შეწყვეტა მოითხოვა.

წყარო: http://www.dw.com/tr/rsf-t%C3%BCrkiyede-gazetecilere-bask%C4%B1-had-safhada/a-19568593