ოთარ კახიძე ნაციონალური მოძრაობის მიმართ თავისუფალი ზონის წევრების ბრალდებებს უარყოფს

ოთარ კახიძე ნაციონალური მოძრაობის მიმართ თავისუფალი ზონის წევრების ბრალდებებს უარყოფს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ოთარ კახიძე "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ ორგანიზაციის დატოვების ფაქტს აფასებს. კახიძის თქმით, "ეს არის სუსი-ს, ანუ პოლიტიკური პოლიციის მხრიდან დაგეგმილი უნიჭო ოპერაცია". "არავითარ არეულობას "ნაციონალური მოძრაობა" არ გეგმავს. ჩვენ მშვიდად, წყნარად გავისტუმრებთ ხელისუფლებას არჩევნების გზით. სუსი-ს შემოგზავნილი პროვოკატორების მხრიდან გაკეთებულ ოპერაციაზე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. სუსი-ს შემოგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც აკეთებენ უსაფუძვლო განცხადებებს, მათზე კომენტარს არ ვაკეთებ",-განაცხადა კახიძემ. "თავისუფალი ზონის" გლდანის რაიონული განყოფილების წევრები ორგანიზაციას ტოვებენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს არჩევნების შემდეგ, დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდებოდა. მათი გაცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია - "საქართველოს ერთგულების სახელით", რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ, ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზავიის მოწყობა.