აშშ-ის სოფლის მეუნეობის დეპარტამენტს (USDA), ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოსა(BFSA)  და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება

აშშ-ის სოფლის მეუნეობის დეპარტამენტს (USDA), ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოსა(BFSA) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება

დღეს, 26 სექტემბერს 17:00 სთ-ზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროში  აშშ-ის სოფლის მეუნეობის დეპარტამენტს (USDA)ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტოსა(BFSA)  და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის  გაფორმდება მემორანდუმი, რომელიც  საქართველოში რისკის მართვისა და რისკის შეფასების ორგანოების  ინსტიტუციონალური გაძლიერებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას ითვალისწინებს.
 
მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი,  აშშ-ის  და ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში.
 
ღონისძიება გაიმართება სოფლის მეურნეობის სამინისტროში (მის: მარშალ გელოვანის გამზ. #6)
საკონტაქტო პირი  - ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19