„აუდიტორია 115“-ის წევრი ფინანსთა მინისტრს - ბატონო ნოდარ, თქვენ რომ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, ჩვენ დაგეხმარეთ, ახალა თქვენ დაგვიდექით გვერდში

„აუდიტორია 115“-ის წევრი ფინანსთა მინისტრს - ბატონო ნოდარ, თქვენ რომ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, ჩვენ დაგეხმარეთ, ახალა თქვენ დაგვიდექით გვერდში

ბატონო ნოდარ, თქვენ რომ უნივერსიტეტიდან გაგიშვეს, ჩვენ დაგეხმარეთ, ახალა თქვენ დაგვიდექით გვერდში, - ასე მიმართა „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს. 
„აუდიტორია 115“-ის წევრის თქმით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სტუდენტებს მიკროფონი გაუთიშა. 
სახელმწიფო უნივერისტეტთან სტუდენტები და მინისტრთა კაბინეტის წევრები არიან შეკრებილები. სწავლის დაწყების ცერემონია, რომელზეც თსუ-ს რექტორს და სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებს სტუდენტებისთვის სწავლის დაწყება უნდა მიელოცათ, ჩაიშალა. 
„აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა გამომსვლელთა ადგილი დაიკავეს და რექტორს სტუდენტებისთვის მიმართვის საშუალება არ მისცეს.