დავით უსუფაშვილი - ბოდიშს არავისგან ვითხოვ და თინასგანაც არ ველოდი, რომ ვინმეს ბოდიშს მოსთხოვდა

დავით უსუფაშვილი - ბოდიშს არავისგან ვითხოვ და თინასგანაც არ ველოდი, რომ ვინმეს ბოდიშს მოსთხოვდა

ბოდიშის მოთხოვნა რა უბედურებაა, ეს ნამდვილად თინამ თქვა ასე? - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კითხვას იმის თაობაზე, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ თინა ხიდაშელის მსგავსად ისიც ითხოვს თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას.

„ბოდიშს არავისგან ვითხოვ და თინასგანაც არ ველოდი, რომ ვინმეს ბოდიშს მოსთხოვდა. ბოდიშს მაშინ აქვს ფასი, როდესაც ადამიანი ამისთვის თავად მომწიფდები. ბოდიშის მოთხოვნა რა უბედურებაა, ეს ნამდვილად თინამ თქვა ასე?!“ - განაცხადა უსუფაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში. 

”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა „საძაგლობისთვის, რომელიც იკადრა“. ხიდაშელი სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ ”რესპუბლიკელებთან” პინგ-პონგის თამაშს არ აპირებს.

”ჩვენ არ დაგვიწყია და შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია. "შეფასებები უკვე გავაკეთე" არის პოზიცია, ადრე ბოდიშის მოხდა არ გიჭირდათ ხოლმე, სამწუხაროა. მე კი პირობას გაძლევთ, აუცილებლად მოიხდით ბოდიშს "პატარა კაცისთვის", უღირსობისა და მსგავსი საძაგლობებისთვის, რომელიც იკადრეთ. კითხვები არსებობსო - დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს ჰკითხეთ რჩევა, ვიდრე იმას, ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.