დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნა

დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტირებული მონაკვეთი გაიხსნა

დავით აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.  გამზრის  გახსნას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება.

პრემიერმა პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში განახლებული  გამზირი მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა და ტელეფონით ფოტოებიც გადაიღო.

ადგილზე მოსახლეობას შეუძლია დააგემოვნოს ქართული ტრადიციული კერძები. აღმაშენებლის გამზერზე იმყოფებიან მუსიკოსები, მსახიობები,  დაალაქებიც, რომლებიც ადგილზე ემსახურებისნ მოქალაქეებს.

აღმაშენებლის გამზირზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ფოსტიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვეთი მანქანებისთვის დაიკეტება და ღია კაფეები მოეწყობა. პროექტზე საერთო ჯამში 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.