საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინო წილოსანი ლანჩხუთელ პედაგოგებს შეხვდა.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნინო წილოსანი ლანჩხუთელ პედაგოგებს შეხვდა.

ლანჩხუთის კულტურის სახლში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ პედაგოგებს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, და მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა.

"დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ რომ შევხვდებით, თქვენს თვალებში არ დავინახავ საყვედურს. იმიტომ ვარ დარწმუნებული, რომ აქამდე რაც დამისახავს მიზნად, ყველაფერი გამიკეთებია. ახლა მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, რომ მქონდეს თქვენი მანდატი, რათა ვიბრძოლო ჩემი გურიისთვის.

რატომღაც ეს რეგიონი ვერ იღებდა ჯეროვან ყურადღებას, მე გპირდებით, რომ გურია მაქსიმაურად მიიღებს ყველა იმ დახმარებას რომელიც ჩვენმა გუნდმა პროგრამის სახით წარმოადგინა" - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეხვედრას ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსიც ესწრებოდა. ნინო ჩიტაძის თქმით, ნინო წილოსანის სკოლებს ჯერ კიდევ იმ დროიდან ეხმარება, როცა პოლიტიკაში ჩართვაზე ნაფიქრიც არ ექნებოდა: "დღეს აქ პედაგოგები მოვიწვიეთ, ვისაც სურვილი ჰქონდა და არა ძალდატანებით, როგორც ეს ადრე ხდებოდა. აქ მყოფთაგან ბევრმა კარგად იცით ფონდ "წილოსანის" გვერდით დგომა" - თქვა ნინო ჩიტაძემ.