ოდესის გუბერნატორმა აჭარაში გამართული წინასაარჩევნო აქციის მონაწილეებს ტელეფონით მიმართა

ოდესის გუბერნატორმა აჭარაში გამართული წინასაარჩევნო აქციის მონაწილეებს ტელეფონით მიმართა

ბათუმში  გამართული აქციის მონაწილეებს საქართველოს  ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა  ტელეფონით მიმართა.

"როგორც დღეს  შეიცვალა ბათუმში წვიმიანი ამინდი, ასე დაპაუზდება ბოლო ოთხი წლის უბედურება და ყველაფერი უკან დარჩება, როგორც ბნელი კოშმარი",-აღნიშნა  ოდესის გუბერნატორმა.

მისივე თქმით, თუ ბიძინა ივანიშვლი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ.

"ივანიშვილი ბოლო ხრიკებს მიმართავს. თქვენ ნახეთ, როგორ რთულ მდგომარეობაშია, ამ დიდი კულტურის კუთხეში ათასგვარ სისულელეს იძახის, ცდილობს ხალხის დაშინებას. მინდა გითხრათ, ვერავის შეაშინებს, ვერ გააყალბებს, ვერავის ამჯერად ვერ გააბრიყვებს, ვერავის წინ ვერ დაუდგება, საქართველოს წინ ვერ დაუდგება, თუ ივანიშვლი საქართველოს დაუდგება წინ, ეს იგივეა, რომ გაქანებულ მატარებელს დაუდგეს წინ,  მატარებელი მაინც გაივლის და ივანიშვილი დარჩება რელსებზე",-განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, "ბათუმში, აჭარაში და საქართველოში ყოველთვის უნდა ვიაროთ წინ, უკანსვლის გარეშე"

"ძალიან მიხარია, რომ ამდენი ვართ. დაინახოს მტერმაც, რომ ძალიან ბევრნი ვართ და ვერაფერი დაგვიდგება წინ. ჩემო მეგობრებო, როგორც ვიცი, დილიდან წვიმდა ბათუმში, შემდეგ ეს ღრუბლები დაიშალა,  წვიმა შეწყდა. ასევე, ბოლო ოთხი წლის უბედურება დაპაუზდება, ყველაფერი უკან დარჩება, როგორც ბნელი კოშმარი, რომლის გახსენებაც აღარ მოგვინდება. ბათუმში, აჭარაში და საქართველოში ყოველთვის უნდა ვიაროთ წინ, უკანსვლის გარეშე“, - აღნიშნა მიხელ სააკაშვილმა.