საგურამოჰესს არავითარი დაგუბება არ უნდა, ის გამოიყენებს მდინარე არაგვის რესურსს და გამოყენებული რესურსი ბრუნდება კვლავ არაგვში, -ამის შესახებ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ ჰესის გახსნის ცერემონიაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის ულტრათანამედროვე ჰესი ავსტრიული დანადგარებით აღჭურვილი, ოთხ ნახევარი მეგავატი სიმძლავრით. მისი წლიური გამომუშავება იქნება მინიმუმ 130-150 მილიონი კილოვატი, მოემსახურება თბილისის, რუსთავის და მცხეთის სტაბილური წყალმომარაგების საქმეს. ეს არის მწვანე ჰესი, ზემოქმედება ეკოლოგიაზე საერთოდ არ აქვს“.- განაცხადა ცხადაძემ.