ევროკავშირმა და აშშ-მ „ჯაბხატ ან-ნუსრა“ ტერორისტული დაჯგუფებების სიას მიაკუთვნეს

ევროკავშირმა და აშშ-მ „ჯაბხატ ან-ნუსრა“ ტერორისტული დაჯგუფებების სიას მიაკუთვნეს

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში მოქმედი „ალ-ქაიდას“ განშტოება „ჯაბხატ ან-ნუსრა“ ტერორისტული დაჯგუფებების სიას მიაკუთვნეს. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა სირიაში მოქმედ ძალებს „ან-ნუსრასთან“ ყოველგვარი კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს საერთო შეხედულებას, რომ „ალ-ქაიდას“ სირიაში მოქმედი განშტოება „ან-ნუსრა“ ტერორისტული დაჯგუფებაა და საერთაშორისო საზოგადოების მტრად გვევლინება. „ან-ნუსრა“ შეთანხმებულ პოლიტიკურ გარდაქმანასა და შესაბამისად, სირიის ინკლუზიურ დემოკრატიულ მომავალს უარყოფს და ჩვენ მოვუწოდებთ სირიაში არსებულ ყველა ძალას, შეწყვიტოს თანამშრომლობა ამ ტერორისტულ დაჯგუფებასთან“, - ნათქვამია გუშინ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

საგარეო უწყების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებით და რუსეთს აღნიშნულ ორგანიზაციაზე ფოკუსირება სთხოვეს.