აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ბოლო პერიოდში, სირიაში განახლებული ომის შესახაბ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფო გამართვას ითხოვენ.
"ფრანს პრესის" ინფორმაციით, შეხვედრა, შესაძლოა, დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე შედგეს.
მანამდე, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა განაცხადა, რომ შოკირებულია ალეპოში კონფლიქტის ესკალაციით.
ცნობისთვის, 24 სექტემბერს, სირიის არმიამ განაცხადა, რომ ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ქალაქის, თავისი კონტროლის ქვეშ დაბრუნებას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ 24 სექტემბერს, ალეპოში, მთელი დღის მანძილზე ხორციელდებოდა საჰაერო რეიდები, რომლის შედეგად, სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა.