აშშ-ში სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

აშშ-ში სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს. პოლიციის თანამშრომლების ცნობით, დაკავებული 20 წლის არკან ჩეტინია. ის ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ ოუკ-ჰარბორში ცხოვრობდა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ, აქვე მოხდა მისი დაკავება.

გამოძიების ფედერალურ ბიუროში ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. შემთხვევა გუშინ ვაშინგტონის შტატის ქალაქ ბერლინგტონში მდებარე სავაჭრო ცენტრში მოხდა. თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ქალი, ერთი მამაკაცი გოგო და ერთი მოზარდი გოგონა იყო.