" დღეისთვის გვყავს ომის 1800-მდე მონაწილე და 500- მდე ის მოქალაქე, რომელსაც მარჩენალ-დაკარგულის სტატუსი აქვს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ამ ადამიანებისთვის ყველაფერს გააკეთებს რომ მათი მდგომარეობა რამენაირად შვამსუბუქოთ“.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი ომის ვეტერანებს შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრაზე ვეტერანების პრობლემებზე ისაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.
მისი თქმით, გაუფორმებელი საცხოვრებელი ბინები ვეტერანების მთავარი პრობლემაა, რის მოგვარებასაც ნაცვლიშვილი გამარჯვების შემთხვევაში შეეცდება.