ბიძინა გუჯაბიძე:  ნინო წილოსანი იქნება საუკეთესო პარლამენტარი

ბიძინა გუჯაბიძე: ნინო წილოსანი იქნება საუკეთესო პარლამენტარი"

ჩემო ლანჩხუთელებო, გარწმუნებთ, რომ დღეს გვყავს ისეთი მაჟორიტარობის კანდიდატი, როგორც აქამდე ლანჩხუთს არ ჰყოლია.

ნინო წილოსანი იქნება საუკეთესო პარლამენტარი“ - განაცხადა მოქმედმა პარლამენტარმა და ლანჩხუთის ყოფილმა მაჟორიტარმა ბიძინა გუჯაბიძემ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო წილოსანის მოსახლეობასთან შეხვედრისას. დღეს წილოსანი ქალაქ ლანჩხუთის ოთხივე უბანში შეხვდა მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა.

„მე გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მასწავლიდნენ, რომ შენი სოფლელი, შენი კუთხის შვილი არის შენი ოჯახის წევრი და ასევე მასწავლიდნენ მის გვერდში დგომას. სწორედ ახლა, 34 წლის ასაკში ჩემს თავში აღმოვაჩინე ძალა, რომ ვემსახურო ჩემს საყვარელ ხალხს, ჩემს გურულებს. ჩემი ერთადერთი მოტივაციაა, რომ თქვენთან ერთად ძალიან ბევრი გავაკეთო, რომ თქვენი გასაჭირი გახდეს ჩემი გასაჭირი, თქვენი პრობლემა გახდეს ჩემი პრობლემა და გპირდებით, როგორც საკუთარი თავისა და ოჯახისთვის ვიბრძოლებ, ისე ვიბრძოლებ თქვენთვის“ - განაცხადა ნინო წილოსანმა,