ჩვენს ქვეყანას ყავს ლიდერი, რომელიც თავისი ადამიანურობით ორიენტირებულია სიკეთის კეთებაზე

ჩვენს ქვეყანას ყავს ლიდერი, რომელიც თავისი ადამიანურობით ორიენტირებულია სიკეთის კეთებაზე

მინდა თქვენ, თქვენს კუთხეს ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანას აჩუქეთ ისეთი ადამიანი, როგორიც გახლავთ გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც, ყოველგვარი პირფერობის გარეშე, თავისი ადამიანურობით, ყოველთვის ორიენტირებულია სიკეთის კეთებაზე,- ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წნორის მოსახლეობას.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა მოგვარდეს. "არ შემიძლია არ შევეხო იმ ემოციებს, რომელიც ბატონ გიორგის ჰქონდა სიტყვით გამოსვლისას. მე ძალიან კარგად მესმის მისი, თუ რამდენად დიდ ემოციებს იწვევს ის, რომ გამოდიხარ სიტყვით იმ კუთხეში, სადაც დაიბადე და გაიზარდე. იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც შენი სისხლი, ხორცი და გენია,"-აღნიშნა კახი კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს კარგად ესმის, დარგების მიხედვით რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი. „თქვენ არ იფიქროთ, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილი იმით, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთეთ და მოვახერხეთ. კი გვესმის, რომ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა დარგების მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კარგად ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ზუსტად თქვენი დახმარებით, სრულიად საქართველოს დახმარებით, ყველას ჩართულობით, ჩვენ შეგვიძლია ერთად მოვაგვაროთ. მნიშვნელოვანია, მივიდეთ ყველა საარჩევნო უბანზე და მივიღოთ გადაწყვეტილება: თავისუფლება, ქვეყნის სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ეს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ გუნდს, ერთადერთ ძალას ქვეყანაში და ეს არის პარტია „ქართული ოცნება“ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან. მინდა გისურვოთ წარმატებები და მინდა გისურვოთ ყოველი დილა, რომელიც გვითენდება, თითოეული ჩვენთაგანისთვის იყოს ბედნიერი“,-განაცხადა კახა კალაძემ.