ბიზნესმენები ზრდასრული ადამიანები არიან, თავად შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ ვის უჭერენენ მხარს არჩევნებში

ბიზნესმენები ზრდასრული ადამიანები არიან, თავად შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ ვის უჭერენენ მხარს არჩევნებში

ბიზნესმენებისადმი მოწოდება, დაეფიქსირებინათ თავიანი პოზიცია, ნამდვილად არ იყო საჭირო, - ასე შეაფასა ”ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, დავით ონოფრიშვილმა ”მოქალაქის” მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიზნესმებისადმი მოწოდება.

დავით ონოფრიშვილი ივანიშვილის განცხადებას ფორუმის დასრულების შემდეგ გამოეხმაურა.

”ბიზნესმენების მიმართ მოწოდება, რომ დაეფიქსირებინათ თავიანი პოზიცია, მგონია, რომ ნამდვილად არ იყო საჭირო, რადგან ესენი ზრდასრული ადამიანები არიან, თავადაც შეუძლიათ შეაფასონ ეს საკითხი და მიიღონ გადაწყვეტილება თუ ვის უჭერენენ მხარს ამ არჩევნებში და შესაბამისად, მათი აზრის დაფიქსირება საჯაროდ, ან სხვანაირად - ამის აუცილებლობა არ არის”, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, დავით ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან იმ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება, რაზეც ბიზნეს-ფორუმზე ისაუბრა

”პირადად მე დავაფიქსირე რა პრობლემები იყო, იგივე ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ განვითარდა, საპენსიო რეფორმა არ დაიწყო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან სუსტი. პროგრამა ”აწარმოე საქართველოში”, სტარტ-აპები დაიწყო, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი, მითუმეტეს, მცირე ბიზნესმენებისთვის, მიკრო ბიზნესისთვის, რომ ქვეყნის რეალური განვითარება მოხდეს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური პოტენციალი არის, ჩვენს პროგრამაშიც წერია, სრულიად შესაძლებელია საშუალოდ 7-8%-იანი ზრდა. ბევრი რამეა გასაკეთებელი, მათ შორის პროფესიონალური მთავრობის არსებობა, რეალურად პრობლემის დანახვა და მათი გადაჭრა”, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს შეხვედრაზე პოლიტიკური შეფასების გაკეთება სთხოვა.

”მე არ მაქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად იყო. ზოგიერთი რამ შეიძლებოდა უფრო ადრე შეცვლილიყო, ან იქნებ რაღაც დავაგვიანეთ და რაღაც შესაცვლელია, მაგრამ არ ყოფილა უხეში შეცდომა, ისეთი, რასაც შეიძლებოდა პრინციპული გავლენა მოეხდინა ეკონომიკაზე. შეიძლება გარკვეულწილად კითხვები ჩნდებოდეს პირველ რიგში კანონმდებლობასთან დაკავშირებით. შეიძლებოდა რაღაც კანონმდებლობა უფრო კარგად მოგვერგო ბიზნესზე. ალბათ ასეთი შენიშვნები გექნებათ, მაგრამ შენიშვნების დროს გთხოვთ, რომ პირობითი შეფასებაც გააკეთოთ. პოლიტიკურ შეფასებასაც ვითხოვთ თქვენგან, რადგან 2 კვირის შემდეგ არჩევნებია”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.