გიორგი ტუღუში: ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბიზნესმენებს პოლიტიკური დავალება მისცა

გიორგი ტუღუში: ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბიზნესმენებს პოლიტიკური დავალება მისცა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ გიორგი ტუღუშის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე დღეს ბიზნესმენებს პოლიტიკური დავალება მისცა.

„დღეს ჩვენი ქვეყნის არაფორმალური მმართველისგან პირდაპირი მოწოდება მოვისმინეთ ბიზნესმენების მიმართ, რომ მათ თავიანთ თანამშრომლებს დაავალონ 8 ოქტომბერს ხმა “ქართულ ოცნებას” მისცენ. დარწმუნებული ვარ ამას შედეგი არ ექნება, რადგან ეს იქნება დღე, როცა ჩვენ ხელისუფლებას მშვიდობიანად დავასრულებთ და ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 8 ოქტომბრის შედმეგ ბიზნესს მსგავს დავალებას არავინ მისცემს და ამის პასუხისმგებლობას ჩვენ ავიღებთ.

გიორგი ტუღუშის კომენტარს ”ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს ორგანიზაცია ”მოქალაქის” მიერ ეკონომიკური ფორუმი ჩატარდა, სადაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს სიტყვით მიმართა.