საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ, ბიზნესმენები დიდი როლს ასრულებენ.
"მადლობა მინდა, გადაგიხადოთ, მართლა მარტო საკრიტიკოდ და კითხვების დასასმელად კი არ მოვედი. ინვესტიციებზე აღარ ვსაუბრობ, აქ თქვენია ლომის წილი. კიდევ ერთ საერთაშორისო შეფასებას შეგახსენებთ, მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში 137-ე ადგილზე ვიყავით 2012 წელს, დღეს კი ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებსაც კი, რომ მეც კი მერიდება, ამერიკასაც კი ვუსწრებთ, საფრანგეთს, ბელგიას ირლანდიას, ეს ხომ ჩემი მოგონილი არ არის”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ბიზნესმენი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის ფავორიტი.
"ყველა ბიზნესმენი უნდა იყოს ფავორიტი ხელისუფლებისთვის და უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მაქსიმალურად მოეხმაროს. ამ მხრივ მე ვფიქრობ, რომ ეს არის შესრულებული", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.