ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინაასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოში ვიზიტის შედეგებს დღეს შეაჯამებს. ამის შესახებ მისიის წევრმა ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ ჟურნალისტებს გუშინ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ჩვენ შევხვდით უამრავ პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს პრეზიდენტს. მივიღეთ მკაფიო სურათი მისიის ჩასატარებლად, რადგან ჩვენმა მისიამ ახლახან დაიწყო მუშაობა. შაბათს ჩვენ გამოვაქვეყნებთ პრესრელიზს, სადაც გაკეთდება შეფასება. ჩვენ მოვისმინეთ პრობლემების შესახებ, გავეცანით მედია გარემოსთან დაკავშირებულ სიტუაციას, დღეს შევხვდით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. არჩევნების ჩატარების შემდეგ გავმართავთ პრესკონფერენციას“, - განაცხადა ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ.