MAN-ის ათივე ავტობუსი 29 სექტემბერს საქართველოში იქნება

MAN-ის ათივე ავტობუსი 29 სექტემბერს საქართველოში იქნება

MAN Truck & Bus AG-ის  პირველმა ავტობუსმა უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბათუმში შემოვიდა.

2030.news-ის ინფორმაციით, საქართველოში MAN-ის ფირმის კიდევ 4 ავტობუსი 28 სექტემბერს,ხოლო 5 ავტობუსი 29 სექტემბერს შემოვა.

ავტობუსები თბილისში, ტექნიკური სამუშაობის ჩატარების შემდეგ იმოძრავებენ.

MAN Truck & Bus AG-ის ავტობუსები პოლონეთში მზადდება. ავტობუსები CNG-ი საწვავზე მუშაობენ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. შემცირებულია გამონაბოლქვში ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი.

ამასთან, მძღოლები, რომლებიც Man-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, MAN Truck & Bus AG-ის სპეციალისტებმა გადაამზადეს.

დედაქალაქის მერია ავტოპარკის განახლებას გეგმავს, რომლის პირველი ეტაპიც 2017 წელს დასრულდება და დედაქალაქში, ჯამში, 143 ახალი ავტობუსი შემოვა.

პირველი ავტობუსის ფოტო, რომელიც ბათუმში შემოვიდა, სოციალური ქსელით გავრცელდა.