არ შეიძლება, მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანები მიდიოდნენ ციხეში

არ შეიძლება, მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანები მიდიოდნენ ციხეში

ვაპირებთ ნარკოტესტირების ფორმის შეცვლას, ვინაიდან ის ფორმა, რისი გამოყენებაც დღეს ხდება, ალბათ, ღირსების შემლახავია, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს ნარკოტესტირების არაერთი ფორმა, მათ შორის, თმის ანალიზი, რომელიც დღევანდელი პრაქტიკისგან განსხვავებით, მისაღებია.

„ჩვენ პროგრამაში აქცენტი გამახვილებული გვაქვს ნარკოპოლიტიკაზე. აუცილებელია ლიბერალიზაცია. არ შეიძლება, მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანები მიდიოდნენ ციხეში და ეს ცალსახაა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოხმარების შემთხვევაში (რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობ რეალიზაციაზე, რომელიც ცალსახად მძიმე დანაშაულია) დასჯის ნაცვლად, სახელმწიფომ აქცენტი გააკეთოს ჯანმრთელობის დაცვაზე და პრევენციაზე. ჩვენ ეს ძირითადი მიმართულებები გვაქვს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.