"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრ, მამუკა მდინარაძის თქმით, წერილის გასაჯაროვებით, "რესპუბლიკური პარტია" რეიტინგის აწევას ცდილობს.
მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ამ ქმედებას წარუმატებელ სვლად აფასებს.
"ბატონი დავითი და ქალბატონი თინა, ამ შემთხვევაში, როგორც თანაპარტიელები, ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ საერთო პოზიციაზე და შემდეგ აირჩიონ პიარსტრატეგია, რაც მათ პარტიას, მის რეიტინგს აწევს თუ დაწევს, შემდეგ გადაწყვეტს საზოგადოება. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მორიგი წარუმატებელი პიარსვლა", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მისი შეფასებით, რადგან "რესპუბლიკელების" რეიტინგი "ქართული ოცნების" რეიტინგისგან ძალიან შორს არის, ამ ფორმით ცდილობენ საკუთარი პარტიის რეიტინგის აწევას.
შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა გუშინ გაასაჯაროვა წერილი, რომელიც მან თვეების წინ მისწერა ყოფილ და მოქმედ პრემიერებს. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ ვითარება პრაქტიკულად გამოსულია კონტროლიდან.