საჯარო კომუნიკაციამ

საჯარო კომუნიკაციამ "ოცნებასა" და "რესპუბლიკელებს" შორის თუ პირიქით, სამწუხარო ფორმები მიიღო და ზოგჯერ ცოტა არაეთიკურიც

საჯარო კომუნიკაციამ "ოცნებასა" და "რესპუბლიკელებს" შორის თუ პირიქით, ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფორმები მიიღო და ზოგჯერ ცოტა არაეთიკურიც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა და დასძინა, რომ მეტ კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერ გააკეთებს.

თამარ ჩუგოშვილს არ სურს საუბარი იმ მიზეზებზე, რაც კოალიციის ყოფილ წევრებს შორის დაპირისპირების საფუძველი გახდა.

რაც შეეხება დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პრემიერ-მინისტრი არ არის გადაწყვეტილების მიმღები, ჩუგოშვილი არასერიოზულს უწოდებს.

"პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას , რომელსაც უნდა იღებდეს",- დასძინა ჩუგოშვილმა.