მოსკოვში ხანძრის ჩაქრობის დროს რვა მეხანძრე დაიღუპა

მოსკოვში ხანძრის ჩაქრობის დროს რვა მეხანძრე დაიღუპა

მოსკოვში ხანძრის ჩაქრობის დროს 8 მეხანძრე დაიღუპა. როგორც რუსული მედია, საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, ხანძარი წუხელ მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში, პლასტმასის პროდუქციის საწყობში გაჩნდა.

ხანძრის ლოკალიზებაში 160 მეხანძრე მონაწილეობდა. წინასწარი ინფორმაციით, 8 მეხანძრე შენობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, შენობაში ხანძრის გაჩენის მომენტში სავარაუდოდ, 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე.