ჩვენზე დიდი შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია

ჩვენზე დიდი შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია

ჩვენზე დიდი შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ შს მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, მინისტრთან შეხვედრაზე რამდენიმე საკთხზე ისაუბრა, თუმცა მთავარი საკითხი საპარლამენტო არჩევნები იყო.

„შს მინისტრმა დეტალურად გაგვაცნო უწყების გეგმები, რომელიც უსაფრთხო და დაცული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ეხება, განსაკუთრებით არჩევნების დღეს. მე აღვნიშნე, რომ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილებას ახდენს ის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაშია. საარჩევნო კამპანიას ჩანს, რომ განსაკუთრებული ფოკუსირება ხდება პრობლემებზე. რა თქმა უნდა, ხდება ინციდენტებიც, რაც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უმნიშვნელოა, თუმცა ექცევა საქართველოს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში. ჩვენ ვისაუბრეთ მთავრობის წარმომადგენლებთან ამ თემებზე და უმაღლესი რანგის პირებისგან მივიღეთ გარანტიები იმის თაობაზე, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო გარემოში”, - განაცხადა იან კელიმ.